სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

PSP-ემ „მადლიერების კვირეულის“ აღნიშვნა 50%-იანი ფასდაკლებით კოსმეტიკურ პროდუქციაზე 19 ნოემბრიდან დაიწყო

PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების კვირეულს“ 19-26 ნოემბერს კოსმეტიკური ბრენდების, პირის ღრუს მოვლის საშუალებებსა და ბავშვთა მოვლის პროდუქტებზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს.

PSP არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც პირველად 2019 წელს დაარსა „მომხმარებლისადმი მადლიერების დღე“ და რეალური 50%-იანი ფასდაკლება შესთავაზა ერთგულ მომხმარებლებს. 2020 წელს კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, აფთიაქში მომხმარებელთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თავშეყრის თავიდან ასარიდებლად PSP-მ მომხმარებლებისადმი მადლიერების კვირეული გამოაცხადა, რომელიც წელს ტრადიციად აქცია.

მომხმარებლები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან კვირეულის დაწყებას, რადგან PSP-ში 50%-იანი ფასდაკლებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების: კოდალი, ესტედერმი, ესვიარი, მარტიდერმი, ბიოდერმა, ნუქსი, ლიერაკი, ავენე, ტოპიკრემი, ალგოლოჟი, ნოვექსპერტი, ვიში, სოსკინი, ორმეტა, მისშა, მიზონი, პაიო, თალგო, ლა როშ პოზე, სებამედი, ზიაია, დოქტორ ირენა ერისი, ფარმასერისი, კეიპრო, ეკოსლაინი, ბიორომი, როჟე კავალიე, ლა პეტიტ ოლივიე - მისთვის სასურველი კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალება და პირის ღრუს მოვლის ბრენდების - პიავე, ბიორეპაიარი, ბლანქსი, სენსოდინი, პარადონტაქსი, როქსი, სილვერ ქეარ, ელმექსი - საშუალებები.

„PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 27 წელია მომხმარებელი და მის ინტერესებზე ორიენტირებული საქმიანობაა. ამის დასტურია „მომხმარებლისადმი მადლიერების“ გამოხატვის კამპანიაც, რომელიც უკვე ტრადიციად ვაქციეთ. კამპანია მესამე წელია მომხმარებლის განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს, რეალური 50%-იანი ფასდაკლება სასურველი კოსმეტიკურ, თავის, ბავშვთა და პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე PSP-ს ექსკლუზიური ბრენდების მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან. წლის განმავლობაში მუდმივად საინტერესო შეთავაზებებს, აქციებს, საჩუქრებს და სიახლეებს ვთავაზობთ, მაგრამ მადლიერების კვირეული მაინც გამორჩეული დღესასწაულია ჩვენი მომხმარებლებისთვის“- აცხადებენ PSP-ში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100