სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მის უკრაინა“ მიყვარდა, ოთხი წელი ვცხოვრობდით ერთად, მას შემდეგ არავინ მყვარებია“ - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ გიორგი ბარბაქაძესთან

მოცეკვავე და ქორეოგრაფი გიორგი ბარბაქაძე, უკვე წლებია რაც ქართველ მაყურებელს ძალიან უყვარს. ის პროექტ ცეკვავენ ვარსკვლავები“- მესამე სეზონის გამარჯვებულია. ამასთან მოცეკვავე სხვადასხვა სფეროში აქტიურად არის ჩართული.

გიორგი პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე დრონი.ჯი- ესაუბრა.

- ძალიან საინტერესო იქნება მკითხველისთვის, თავად გვითხრათ, ვინ არის გიორგი ბარბაქაძე?

-გიორგი ბარბაქაძე არის ხელოვანი ადამიანი. ხელოვნებისთვის მაქვს მიძღვნილი ჩემი თავი. ჩემი ხელოვნება გამოიხატება არა ერთი, არამედ ბევრი მიმართულებით და ეს ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან მეხმარება. ასევე უცხოეთში ფოტომოდელი ვიყავი. რაც შეეხება ჩემს პიროვნებას, ვფიქრობ უწყინარი ადამიანი ვარ.

- გარდა ცეკვისა, რა ინტერესები გაქვთ? პროფესიით ვინ ხართ?

- დამთვრებული მაქვს საბანკო საფინანსო, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, მაგრამ ამ მიმართულებით არასდროს მიმუშავია. სპორტის ინტერესი მაქვს დღემდე. ბავშვობაში მოჭიდავე ვიყავი და შემდეგ ჭიდაობიდან ცეკვაზე რომ გადავედი, ეს ცოტა უცნაურად ეჩვენებოდა ყველას. სრული ამოტრიალება იყო ჩემი.

- რამდენი ხანია რაც ცეკვავ და რა დრო დაგჭირდა, რომ პროფესიონალ მოცეკვავედ ჩამოყალიბებულიყავი?

- იმ პერიოდში როდესაც ცეკვა დავიწყე ძალიან რთული იყო ვიზების გაკეთება და უცხოეთში წასვლა. ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც მე მოყვარულებში დავდიოდი, სჭირდებოდათ ბიჭი მოცეკვავე, რომელსაც დაამატებდნენ და წავიდოდნენ უცხოეთში. ჩემი სურვილი იყო არა ცეკვა და ამ ჯგუფში მოხვედრა, არამედ საზღვარ გარეთ წასვლა და ჩემი დის ნახვა, რომელიც არ მყავდა ნანახი ხუთი წელი. მოკლედ, თავი შევაკალი საჭირო ადგილზე მოსახვედრად და ასე დაიწყო ჩემი ცეკვის კარიერა. ვფიქრობ იმ წარმატებას მივაღწიე, რასაც შეიძლება მიაღწიოს მოცეკვავემ საქართველოში.

- „ცეკვავენ ვარსკვლავების“ რამდენიმე სეზონში ცეკვავდი და მაყურებელს ძალიან მოსწონდი. რას მოითხოვს ცეკვა, როგორც ხელოვნება?

- თავდაუზოგავ შრომას, ნებისყოფას. ადამიანები რომლებიც გვიყურებენ და მოსწონთ ჩვენი ცეკვა წარმოდგენაც არ აქვთ რამდენად რთულია იმ მოწოდების სიმაღლეზე ახვიდე, რასაც ხალხის დადებითი ემოცია მოყვება. სრული მონდომება და აბსოლიტური ორიენტაცია საქმეზე. ცეკვა არის ჩემი ცხოვრება, შესაბამისად ყველა ემოციას, რაც კი გამაჩნია, გამოვხატავ ცეკვის პროცესში.

- განაპირობებს თუ არა ვარსკვლავის წარმატებას მეწყვილე?

- რათქმაუნდა. თანაბრად ვიყოფთ პასუხისმგებლობებს, შესაბამისად წარმატება და გამარჯვება ორივესია.

- ბოლო რამდენიმე სეზონია აღარ ცეკვავცეკვავენ ვარსკვლავებში- რა არის ამის მიზეზი?

- სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ვიყავი. მოგეხსენებათ საქართველოში ფინანსური კუთხით ვერ ვართ მყარად მოცეკვავეები, შესაბამისად გავდივართ კონტრაქტებით უცხოეთში. პროექტში ჩემი არ ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი ეს გახლავთ.

- ხარ თუ არა შეყვარებული ?

- დიახ ვიყავი. რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინაში ვმოღვაწეობდი და მყავდა შეყვარებული რომელთან ერთადაც მთელი ოთხი წელი ვიცხოვრე. ეს გოგო მის უკრაინაგახლავთ. დღემდე ვმეგობრობთ და გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს. მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მეგობარი გოგონები ყოფილან, მაგრამ სიყვარულით არავინ მყვარებია.

- საზოგადოებაში არსებობდა ჭორი, რომ შენ და ქრისტინე იმედაძე ურთერთობაში იყავით, რამდენად შეესაბამებოდა ეს რეალობას?

- არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას არანაირად. მე ქრისტინე იმედაძე დღემდე მომწონს და ისეთი ლამაზი გოგოა, რომ ვის შეიძლება არ მოსწონდეს?! ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და არასდროს არავითარი სხვა კავშირი არ ყოფილა ჩვენ შორის. ზოგადად, მაყურებელი ცდილობს ყველა ვარსკვლავური წყვილი დააკავშიროს ერთმანეთთან და მესმის ეს ვერსიები რატომაც იყო. ჩვენ არ ვიყავით არც პირველი და არც უკანასკნელი ვისზეც ეს ვერსიები იყო, შესაბამისად მარტივად ვიღებთ ამ ყველაფერს.

- შენი ყველაზე წარმატებული გამოსვლის შესახებ მოგვიყევი.

- ძალიან გვიან დავიწყე ცეკვა. მე და ჩემი მეწყვილე ნინო ინასარიძე ევროპის ერთ-ერთი კონკურსზე გავედით, სადაც გავხდით პრიზიორები. ეს ნიშნავს უამრავ კონკურსანტში ტოპ-ათეულში მოხვედრას. ჩემი პირველი წარმატებაც ეს გახლავთ. ამის შემდეგ კონკურსებზე არ გავსულვარ, ვცდილობდი სხვადასხვა სტილი ამეთვისებინა და უცხოეთში სემინარებზე დავდიოდი, ავიღე დიპლომი და დღეს ქორეოგრაფი ვარ. საზღვარგარეთ უამრავ მიუზიკლში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ვარ პროექტცეკვავენ ვარსკვლავები“- მესამე სეზონის გამარჯვებული ქეთი ხატიაშვილთან ერთად.

- რას გეგმავ სამომავლოდ და უნდა ველოდოთ თუ არა შენს დაბრუნებას პროექტ ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ?

- თუ იქნება პერსპექტიული გამოსვლა, რა თქმა უნდა მივიღებ მონაწილეობას. მე, ამჟამად გახლავართ მოცეკვავევერნისაჟში“, რომლის ხელმძღვანელი თეა გობეჯიშვილია. გვაქვს სტუდია, სადაც ქორეოგრაფი ვარ და უამრავი პროფესიონალი, ცნობილი ქორეოგრაფია ჩემთან ერთად ბავშვების სამსახურში.

და ბოლოს, ახლა იწყება ახალი პროექტი საქართველოს ვარსკვლავი“, სადაც ძალიან ხშირად მიხილავთ სცენაზე, როგორც მოცეკვავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100