სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დაპატიმრებულმა“ საიფ ალ-ისლამ კადაფიმ ჟურნალისტებთან ერთად ტრიპოლიში გაისეირნა (ვიდეო)

მაშინ, როცა წამყვანი უცხოური მედიასაშუალებები ლამის წალეკა ცნობებმა იმის შესახებ, როგორ დააკავეს ლიბიელმა ამბოხებულებმა მუამორ კადაფის უფროსი ვაჟი - საიფ ალ-ისლამ კადაფი და როგორ აპირებდნენ მის გადაცემას ჰააგის სასამართლოსთვის (ეს ინფორმაცია ჰააგამაც დაადასტურა), კადაფის ვაჟი ტრიპოლის იმ ნაწილში, რომელსაც მამამისის მომხრეები აკონტროლებენ, უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად სეირნობდა.

ტრიპოლის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვინც ამ დრომდე კადაფის მომხრე რჩება, ასევე იმ ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც მოწინააღმდეგეების მიერ კადაფის ვაჟის დაპატიმრების შესახებ გავრცელებული ხმები სიმართლე ეგონათ და უცხოელი ჟურნალისტებისთვის საიფ ალ-ისლამის გამოჩენა ნამდვილი სირპრიზი იყო. მან ლიბიის დედაქალაქის ქუჩებში წუხელ გაისეირნა და განაცხადა, რომ პოლკოვნიკი კადაფი ტრიპოლიშია და რომ იგი არც დანებებას და არც სხვაგან წასვლას აპირებს.

„მათ მიიტაცეს სახელმწიფო ტელევიზია, შექმნეს ალტერნატიული, ცრუ ტელევიზია და დაიწყეს სამოქალაქო ომი. მათ არაფერი გამოუვათ. მე ვიდექი, ვდგავარ და ვიდგები ხალხთან, ისევე როგორც „ჯამახირიის“ ლიდერი. ის ტრიპოლიშია და არსად წასვლა არ აპირებს“, - უთხრა კადაფის უფროსმა ვაჟმა უცხოელ ჟურნალისტებს.

როგორც ტრიპოლიში მყოფი ჟურნალისტები იტყობინებიან, ლიბიის დედაქალაქში სიტუაცია ისევ უცვლელია. ამ დრომდე გრძელდება შეტაკებები ამბოხებულებსა და კადაფის მომხრე გვარდიას შოეის. კვარტალი, რომელსაც კადაფის მომხრეები აკონტროლებენ, ამბოხებულთა "აქილევსის ქუსლად" იქცა. ჯერჯერობით ისევ უცნობია მუამორ კადაფის კონკრეტული ადგილსამყოფელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100