სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარასკევს, 7 მარტს, 19:00 საათზე "თიბისი გალერეაში" გაიმართება კარენ ბლუმენტალის წიგნის „სტივ ჯობსი – სხვაგვარად მოაზროვნე“ ელექტრონული და ბეჭდური ვერსიების პრეზენტაცია.

წიგნი გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა“, ელექტრონული ვერსია კი ხელმისაწვდომია საბას ელექტრონული წიგნების სახლში.

წიგნიდან: "არც ინჟინერი იყო და არც კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი, სამაგიეროდ, მუდამ მომხმარებელზე იყო ორიენტირებული,ერთმანეთის მიყოლებით ყველასთვის სასურველ, ყველასთვის მისაღები დიზაინის მქონე პროდუქტს ქმნიდა.


არაორდინარულიც იყო, უხეშად მიმართავდა თანამოაზრეებს, კონკურენტებს და რეპორტიორებს. ყვიროდა მაშინ, როდესაც საქმე ცუდად მიდიოდა. სხვების იდეებისმითვისებასაც აბრალებდნენ. ამ დროს მომხიბვლელიც იყო, დახვეწილიც, მგრძნობიარეც, ძუნწიც. უყვარდათ და სძულდათ, ეთაყვანებოდნენ დაუგულვებელყოფდნენ. შოუმენი, ხელოვანი, ტირანი, გენიოსი, ეგოისტიამ შეუსაბამო სიტყვებით ახასიათებდნენ."

გთხოვთ მობრძანდეთ!

მის: თიბისი გალერეა, მარჯანიშვილის ქ. 7

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100