სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოთხი წლის მხატვარი

4 ივნისს, ნიუ-იორკში, კერძოდ მანჰეტენის გალერეა „Agora“-ში გაიხსნა, ოთხი წლის ავსტრალიელი მხატვრის, აელიტ ანდრეს გამოფენა. გალერეის დირექტორმა, ანჯელა დი ბელომ აღნიშნა, რომ გაოგნებულია პატარა ბავშვის უნიკალური შედევრებით. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ანდრეს ნახატებში ერთმანეთისგან უნიკალურადაა გამიჯნული ფერები, რაც შეუდარებელ კომპოზიციას ქმნის და ნახატი აღფრთოვანებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ მხატვარი სულ ოთხი წლისაა და ათობით მისი ნახატი, უკვე პირადი კოლექციების შემადგენელი ნაწილია.

გაყიდული 30 ნახატიდან, ყველაზე ძვირადღირებული 30 ათას ამერიკულ დოლარად შეფასდა. აელიტას მშობლები, ავსტრალიელი მხატვარი მაიკლ ანდრე და რუსი ფოტოგრაფი ნიკა კალაშნიკოვაა. ისინი ირწმუნებიან, რომ გოგონამ აღნიშნული ნიჭი ცხრა თვის ასაკში გამოავლინა. როგორც მშობლები ირწმუნებიან, პატარა მხატვარი სიამოვნებით მუშაობს ახალი სურათების შექმნაზე. იგი დამოუკიდებლად ირჩევს ფერებს და დროს, თუ როდის უნდა იმუშაოს. მისი თანატოლების მსგავსად, ხშირად ყურადღება სხვა რამეზე გადააქვს, თუმცა უეცრად უბრუნდება დაწყებულ ნახატს და მიჰყავს ბოლომდე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აელინი ავსტრალიის ნაციონალური სამხატვრო ასოციაციის წევრია. გოგონას უყვარს სიმღერა, ფორტეპიანოზე დაკვრა, მულტფილმი „ჩემი პატარა პონი“ და შოკოლადი. ამასთანავე, პატარა მხატვარი რუსულადაც მეტყველებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100