ჯონი დეპმა გადასაღებ მოედანზე ჩხუბი ატეხა და გადაღებები ჩაშალა
Forbse-ის ვერსიით, ჯონი დეპი ჰოლივუდის ყველაზე ცუდი მსახიობი გახდა. ეს მას შემდეგ დაიწერა გამოცემაში, რაც დეპმა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ აყალმაყალი მოაწყო გადასაღებ მოედანზე და ფილმ „ლაბირინთის“ გადაღებები ჩაშალა, რომელიც ქალაქ ლოს-ანჟელესში მიმდინარეობდა. სკანდალს უამრავი ადამიანი შეესწრო. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, ჯონი გადაღებების დღეს ძალიან ზარმაცობდა და არაფერს აკეთებდა, მისი გაღიზიანება კი მენეჯერის სიტყვებმა გამოიწვია, რომელმაც გადასაღები მოედნის დატოვება მოსთხოვა მთელს სტაფს. დეპმა მას დაარტყა მუშტი, თუმცა ალკოჰოლისგან ისე ჰქონდა რეაქციები დასუსტებული, რომ დარტყმა არც ისე კარგი გამოუვიდა, შემდეგ ცდილობდა მენეჯერის პროვოცირებას და იწვევდა, რათა მასთან ეჩხუბა.
როგორც ფილმის რეჟისორი ბრედ ფურმანი აცხადებს, ჩხუბი არც თუ ისე სერიოზულ დატვირთვას ატარებდა და მისი გამომწვევი მიზეზებიც ადამიანური სისუსტის ბრალი იყო:
„კინო - ეს არის დიდი სტრესი, დანარჩენი წვრილმანი დეტალები კი გაზვიადებული იყო. ყველას უყვარს ჭორები და ინტრიგები, თუმცა ამ ინციდენტზე მოსაყოლი მართლა არაფერია“.
შეგახსენებთ, რომ ფილმში „ლაბირინთი“ ჯონი დეპი თამაშობს დეტექტივის როლს, რომელიც ცნობილი რეპერის მკვლელობას იძიებს.
კომენტარი