სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიცოცხლისთვის გვიწევს ბრძოლა... ყველა ზღვარი გადალახეს - დიკო ჯოჯუა

სიცოცხლისთვის გვიწევს უკვე ბრძოლა. ყველა ზღვარი გადალახეს, - ამის შესახებ "მთავარი" საინფორმაციო გამოშვების წამყვანი დიკო ჯოჯუა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაწყებამდე საუბრობს. სრულიად საქართველოს ძალიან ბევრი დაგვიგროვდა ხელისუფლებისთვის სათქმელი და ძირითადად ეს არის პრეტენზიები, ბრალდებები, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. მე დღეს ცოტა უჩვეულო ფორმატში მივესალმე მაყურებელს, სამწუხაროდ, არ ვიყავი თბილისში, მაგრამ ის, რაც ხდება რუსთაველის გამზირზე, ნამდვილად ვერ დავდგებოდი ამ მოვლენების მიღმა. ავდექი და ჩამოვედი. ჩამოვედი იმიტომ, რომ ვიყო ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩემს კოლეგებთან და თანამოქალაქეებთან ერთად. რომლებიც ახლა რუსთაველზე დგანან და დგანან ყოველთვის, რომ მოიპოვონ თავისუფლება, მოვიპოვოთ სიტყვის თავისუფლება და ახლა უკვე ვდგავართ იმისთვის, რომ ცხოვრება გავაგრძელოთ ამ ქვეყანაში. ქვეყანაში, რომელიც ჩვენია და რატომღაც ბიძინა ივანიშვილსa და მის ხელისუფლებას ჰგონია, რომ ეს ქვეყანა არამარტო მისია, უკანა ეზო ჰგონია საქართველო ბიძინა ივანიშვილს. არ არის ეს მისი საკუთრება, მისი სამშობლოა ეს და არა მისი კუთვნილი ქვეყანა. ...დღეს მე ვდგავარ აქ, რომ ვუთხრა [საზოგადოებას] რომ არა არამარტო სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, სიცოცხლისთვის გვიწევს უკვე ბრძოლა. ყველა ზღვარი გადალახეს. ...არ მივცემთ ამ ხელისუფლებას ჩვენი და ჩვენი ხალხის განადგურების უფლებას, - ამბობს დიკო ჯოჯუა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100