თბილისის არც ერთ მაჟორიტარულ ოლქში ხმების ნახევარიც კი არ არის დათვლილი
საარჩევნო უბნები გუშინ 20:00 საათზე დაიხურა, თუმცა ცენტარლურ საარჩევნო კომისიას ამ დრომდე თბილისის არც ერთი ოლქი არ დაუთვლია ბოლომდე.
მეტიც, 8 ოლქიდან არც ერთ მათგანში არ არის დათვლილი ხმების ნახევარი ან მეტი.
კერძოდ:
საბურთალოს ოლქში დათვლილია ხმების 21% - 97 უბნიდან 21.
გლდანის ოლქი - დათვლილია ხმების 21%, 115 უბნიდან 25;
დიდუბე-ჩუღურეთი - დათვლილია ხმების 31%, 104 საარჩევნო უბნიდან - 33;
ნაძალადევი - 31%, 103 უბნიდან 32;
ვაკე - დათვლილია ხმების 28%, 81 უბნიდან 23.
მთაწმინდა - დათვლილია 29%; 78 უბნიდან 23
ისანი - 85 უბნიდან 16, 18%,
სამგორი - 112 უბნიდან 43, 35%
ხოლო, იმ შედეგების მიხედვით, რაც უკვე ასახულია, თბილისის ყველა ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი.
კომენტარი