აჭარაბეთს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო გადაეცა
გარდენ ჰოლში,
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის XXI დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე,
ტრადიციულად, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო
კომპანიები დასახელდა. ბიზნეს დაჯილდოების ცერემონიაზე, კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით აჭარაბეთს
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო გადაეცა.
“აჭარაბეთისთვის“
CSR ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ გვჯერა, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
ნიშნავს საკუთარი ნებით აიღო გარკვეული პასუხისმგებლობა და შეასრულო ისინი საზოგადოების
წინაშე. სწორედ ამიტომ შევქმენით CSR პლატფორმა „ინიციატივა“,რომლის
მიზანია წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე
ორიენტირებულ საკითხებში.მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, რომ თვალყურს ადევნებენ
ჩვენი კომპანიის საქმიანობას და სოციალურ აქტივობებს, სწორედ ამ მიმართულებით გადმოგვეცა
ჯილდო. ბიზნესისთვის ასეთი სახის ღონისძიებები უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არის სტიმული
და მოტივაცია, ბიზნესის საქმიანობის აღიარება, დანახვა და დაფასება, რაც ძალიან კარგი
ფაქტია“-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი
გუჯაბიძემ.
კომენტარი