სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერაყში მორიგმა აფეთქებამ ოცი ადამიანი იმსხვერპლა

მორიგი აფეთქება მოხდა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კირკუკში. როგორც იტყობინებიან, ერთი დანაღმული ავტომობილი გაჩერებული იყო ავტობუსის გაჩერებასთან, ორი კი ერთ–ერთ სახელმწიფო დაწესებულებასთან.

აფეთქების შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა და 80–ზე მეტი დაშავდა, თუმცა, დაღუპულთა რიცხვი დაზუსტებული არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100