მკვლელობა თხის გამო - რა მოხდა ხონში (ახალი დეტალები)
მკვლელობა თხის გამო - ხონში 65 წლის კაცი მეზობელმა სასიკვდილოდ შინაური ცხოველის გამო გაიმეტა. ადგილობრივების თქმით, გასულ ღამეს, გარდაცვლილმა ბარნაბა ჩომახიძემ, რომელიც სავარაუდოდ ნასვამიც იყო, მკვლელობაში ბრალდებულ, 42 წლის ნუკრი კეკელიძეს თანასოფლელებთან ერთად მიაკითხა.
ჩხუბი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც 65 წლის კაცს მეზობელმა უსაყვედურა. ბრალდებული კაცის დედაა, ამბობს, რომ ხანში შესული კაცის თხები მათ ეზოში გადადიოდნენ, რის გამოც მეზობელს შენიშვნაც მისცა. ამ ფაქტით, გაბრაზებული ჩომახაძე კი საქმის გასარჩევად კეკელიძეების სახლში მიოვიდა. ჩხუბისა და დაპირისპირების შემდეგ კი 42 წლის კაცმა ცივი იარაღი გამოიყენა და მეზობელი გულში დაჭრა.
დაკავებულის დედა ამტკიცებს, რომ მოკლული მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
შეგახსენებთ, მკვლელობა გასულ ღამეს, სოფელ გოჩაჯიხაიშში მოხდა. მკვლელობის ბრალდებით, ნუკრი კეკელიძე რამდენიმე საათის წინ დააკავეს.
კომენტარი