სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსწავლეს, რომელმაც პედაგოგი კიბიდან დააგორა, სხვა ბავშვების მშობლების მოთხოვნით, სკოლა დაატოვებინეს

რუსთავის #5 საჯარო სკოლის ეზოში მშობლები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა სკოლიდან მე-6 კლასის მოსწავლის წასვლაა. საუბარია გოგონაზე, რომელის სახელიც აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 27 სექტემბერს მომხდარ ინციდენტში ფიგურირებს.მშობლები აცხადებენ, რომ ბავშვი სხვა მოსწავლეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

აქციის მონაწილეების უმრავლესობამ დღეს სკოლაში შვილი არ გამოუშვა. ხოლო ისინი, ვისი შვილიც საგაკვეთილო პროცესს ესწრება, ამ დროისთვის ბავშვების სკოლიდან გამოყვანას ცდილობენ - ინფორმაციას ამის შესახებ "ინფორუსთავი" ავრცელებს.

მათი თქმით, ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ, სანამ ოფიციალურ პირებთან გასაუბრებას არ შეძლებენ. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მე-6 კლასელის დედასა და აქციის მონაწილეებს შორის. ამ დროისთვის სკოლა დაატოვებინეს მოსწავლეს. გოგონა ტერიტორიიდან რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა გაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. აქ იმყოფება რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა. სკოლაში სასწავლო პროცესი ჯერჯერობით არ შეწყვეტილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100