ჰოლივუდის ვარსკვლავების ცხოვრებისეული გამონათქვამები, დარიგებები და სამოტივაციო ფრაზები
ისინი მწვერვალებზე დგანან, თუმცა იქ მისვლამდე დიდი გზა გაიარეს, არაერთი ბრძოლა გადაიტანეს და დღემდე უწევთ საკუთარი პოზიციების დასაცავად მრავალი ბარიერის გადალახვა. შედეგად მათ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება დააგროვეს და სიამოვნებით გვიზიარებენ საკუთარ აზრებს.
თუ ვერ მიხვდით, გეტყვით, რომ ამ შესავლის შემდეგ, ჰოლივუდის ვარსკვლავების ცხოვრებისეული გამონათქვამები, დარიბეგები და სამოტივაციო ფრაზები უნდა შემოგთაზავოთ.
„დრო მიდის. ასე, რომ რის გაკეთებასაც არ უნდა აპირებდეთ, გააკეთეთ ის ახლა. ნუ დაელოდებით“ - რობერტ დე ნირო.
„დღის ბოლოს, მნიშვნელოვანია არა ის თუ რა გააკეთე ან შეასრულე, არამედ ის თუ რა გააკეთე იმით რაც უკვე შესრულებული გაქვს. მნიშვნელოვანია ვის უბიძგე წინ, ვის დაეხმარე გამხდარიყო უკეთესი. მნიშვნელოვანია რა გაეცი სანაცვლოდ.“ - დენზელ ვაშინგტონი.
„მე არასოდეს მდომებია, რომ ვყოფილიყავი მეორე ბრიუს ლი. მე მხოლოდ და მხოლოდ მინდოდა, ვყოფილიყავი პირველი ჯეკი ჩანი“ - ჯეკი ჩანი.
„წარმატება ყოველთვის განსხვავებულად აღიქმება სხვადასხვა ადმიანის მიერ. მე თავს წარმატებულად მაშინ ვგრძნობ, როდესაც რაღაც მაბედნიერებს და არ ვატყუებ არავის. ჩვენ ადამიანები ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ ხდება საინტერესო რაღაცეები“ - კრისტენ სტიუარტი.
„საზღვარი არის გონება. მანამ სანამ გონებას შეუძლია შთაგაგონოს, რომ შენ შეგიძლია და მანამ სანამ შენ 100%-ით გჯერა საკუთაარი შესაძლებლობების, შენ მართლაც შეძლებ გააკეთო ის რაც გინდა“ - არნოლდ შვარცნეგერი.
„მე ვმუშაობ ისე გულმოდგინედ, როგორც არასდროს არავის უმუშავია და მე ეს მომწონს. ეს არის ჩემი წარმატების საიდუმლო და ეს არის ჩემი ბედნიერების მიზეზი. რომ ჩამედო საქმეში ჩემი მაქსიმუმი და წარმატებისთვის ვერ მიმეღწია, მე მაინც კარგად ვიგრძნობდი თავს, რადგან მე ვცადე“ - მარკ ვოლბერგი.
„მე ვიცი რას ნიშნავს გამოუვალი სიტუაციიდან გამოსვლა, რადგან მე ამას ვაკეთებ. არა აქვს მნიშვნელობა გაქვს თუ არა ფული, ხარ თუ არა პოპულარული. ეს არის ის რაც ყველა ქალზე ვრცელდება, შენ ვალდებული ხარ განაგრძო, სრულყო, შენ მუდმივად უნდა იყო გაგრძელებისა და სრულყოფის პროცესში. და შენ ეს შეგიძლია, იმიტომ რომ სხვა გზა არ გაქვს“ - ქეით უინსლეტი
„მანამ სანამ ხარ ინდივიდი, შენ შეგიძლია წინსვლა და ოპტიმიზმი. დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ მებრძოლი და შეგიძლიათ იყოთ ერთ-ერთი მათ შორის ვინც ამბობს: „კარგია, შეხედეთ, რაღაც მოხდება! მოდით განვაგრძოთ მცდელობა და მოდით არ დავნებდეთ“ - ტომ ჰენკსი.
„შენ უნდა იმუშავო იმაზე უფრო გულმოდგინედ, ვიდრე გგონია, რომ შეგიძლია. არა აქვს მნიშვნელობა როგორ დაგცა ცხოვრებამ ძირს, რადგან ეს ხდება ხოლმე, მთავარია ის რომ უნდა ადგე“ - ბენ აფლეკი.
„მე ხშირად ვხუმრობ, იმაზე რომ შენს მოძულეებს უფლება უნდა მისცე, იყვნენ შენი მოტივაციის წყარო. ხალხს სჩვევია ადამიანებში ეჭვის შეტანა და მათთვის თვითრწმენის შერყევა, ეს ყველას ცხოვრებაში ხდება. ეჭვი მკვლელია, საკუთარი თავის რწმენის გარეშე ვერაფერს მიაღწევ, მისი შენარჩუნებისთვის შინაგანი ძალა უნდა გქონდეს, ამ ძალას სხვა ვერ მოგცემს, შენში თავად უნდა იპოვო“ - ჯენიფერ ლოპესი
„მე მეუბნებოდნენ, რომ განსხვავებული ვარ, ამან მოსვენება დამაკარგვინა, ადგილს ვერ ვპოულობდი, მაგრამ ერთ დღესაც მე აღმოვაჩინე რაღაც, რაღაც ისეთი რასაც იმედი მაქვს თქვენც აღმოაჩენთ. მე აღმოვაჩინე, რომ განსხვავებულობა კარგია. როდესაც ვიღაც გეტყვით, რომ განხვავებული ხართ, გაიღიმეთ, თავი მაღლა ასწიეთ და იამაყეთ ამით“ - ანჯელინა ჯოლი.
კომენტარი