სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში მე-40 პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მე-40 გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, პაციენტი 81 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

კლინიკაში ის შეიყვანეს დიაგნოზით: COVID-19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული დაავადების გამწვავება. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა როგორც „რთული“.

„კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 30 სექტემბერს ღამით“ - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100