სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს კაცი უნდა იყოს დაკავებული" - კობახიძე ლაზარეს მამაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ლაზარე გრიგორიადისის მამას არარელევანტურ ქმედებებში ადანაშაულებს და მოუწოდებს, თავისი წილი პასუხისმგბელობა გაიაზროს. ირაკლი კობახიძის თქმით, ახლა სწორედ ბექა გრიგორიადისი უნდა იყო დაკავებული.

მგონი გრიგორიადისის მამა საკუთარ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს. შეიძლება გრძნობს კიდეც და ამიტომ მოქმედებს არარელევანტური ფორმებით. ყოველ შემთხვევაში, მისი ეს ქმედებები არის აბსოლუტურად მიუღებელი. მგონი მან ძალიან კარგად უნდა გაიაზროს ის, თუ რამ უბიძგა მის შვილს ასეთი მძიმე, სავარაუდო დანაშაულების ჩადენისკენ. რეალურად, ეს კაცი უნდა იყოს დაკავებული, თუმცა, ეს მისი საქმეა, - თქვა კობახიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100