სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შავი კვამლი, როგორც შავი საქმეების სიმბოლო - პროტესტი ცესკო-სთან და "საჩუქრები" ჟვანიასთვის

მათემატიკის სახელმძღვანელო პირველი კლესელებისთვის, გამრავლების ტაბულა, გაყალბებული ოქმები და შუბლის ძარღვის იმპლანტი- ჯილდო თამარ ჟვანიას სახელზე "სირცხვილიას" წევრებმა, ცენტარლური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიიტანეს.

აქტივისტები ადმინისტარციასთან ტრანსფარანტებით და შეძახილებით მივიდნენ, საარჩევნო კომისიის თავზე კი შავი კვამლი, შავ ბნელი - საქმეების სიმბოლოს სახით გაუშვეს.

აქტივისტები აქციების გამართვას ცესკო-სთან ყოველდღე გეგმავენ.

თამარ ჟვანიას "დაჯილდოება" მას შემდეგ გადაწყდა, რაც პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცესკო-ს თავმჯდომარე მოთმინებისთვის შეაქო და თქვა, რომ ის "ჯილდოს იმსახურებდა"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100