რუსთავში წლინახევრის გოგონა მშობლებმა გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში წლინახევრის გოგონა გარდაცვლილი ნახეს. პატარა მშობლებმა საწოლში ნახეს მას პულსი არ ესინჯებოდა.
რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ სამედიცინო ბრიგადის მისვლისას გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.
დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
კომენტარი