სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღამურების თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა

ბრაზილიაში ცოფიანი ღამურების მომრავლებისა და თავდახმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმემ კი დროულად ჩაიტარა ვაქცინაცია და ახლა მკურნალობას გადიან ადგილობრივ საავადმყოფოში.

ეს ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე მასიური თავდასხმის ფაქტია, რომელიც ღამურების მხრიდან განხორციელდა. სპეციალისტები საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ღამურის ნაკბენით 46 წლის ბრაზილიელი ფერმერი მამაკაცი გარდაიცვალა. ის დაგვიანებით მივიდა სტაციონარში, თუმცა, სამწუხაროდ, უკვე გვიანი აღმოჩნდა. ამის შემდეგ 40-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა ექიმს ღამურის ნაკბენის გამო. მათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩაუტარდათ და ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან ადგილობრივ საავადმყოფოში. ღამურის ნაკბენი თითქმის არ ეტყობათ დაშავებულებს, თუმცა სისხლიანი პირრებინება აღენიშნებათ.

ადგილობრივი თვითმმართველობა უკვე გარკვეულ ზომებს იღებს და აპირებს ტყეებსა და მინდვრებში მომწამლავი აირის გაშვებას. ისინი მოუწოდებენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომ შინაური ცხოველები დაღამებამდე დააბინაონ და საჭიროების შემთხვევაში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100