სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Business Georgia-სა და საქართველოს ბანკის ორგანიზებით საქართველოში პირველად მედია ფორუმი ჩატარდება

თბილისი, 14 ივლისი, 2016 - დღეს, 15:00 საათზე, სასტუმრო“ქორთიარდ მერიოტში“ (მისამართი: თავისუფლების მოედანი) საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი და „Business Georgia“, საქართველოში პირველად, მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს „მედია ინდუსტრია 2016“ გამართავენ. ფორუმი მედია ინდუსტრიის თემაზე წარმოადგენს პლატფორმას ქართველი და უცხოელი მედია და ბიზნეს ლიდერებისათვის, სადაც ისინი განიხილავენ როგორც ქვეყანაში მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ასევე საერთო ბენეფიტებს მედიასა და ბიზნეს შორის. ფორუმის მიზანია წარმოაჩინოს განსხვავებული იდეები და ხაზი გაუსვას საქართველოში მედია ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელობას. პანელურ ფორმატში განხილული იქნება ბიზნესის წარმომადგენლებსა და მედია ინდუსტრიას შორის წარმატებული თანამშრომლობის შესაძლებლობები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

ფორუმი დაყოფილია ორ პანელად. პანელის მონაწილეებს შორის იქნებიან მედია ექსპერტები და ბიზნეს ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პანელის ფარგლებში შეფასდება თანამედროვე მედია ინდუსტრია საქართველოში, ასევე შედგება დისკუსია მედიისა და ბიზნესის საერთო ინტერესებთან დაკავშირებით.

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 33.5%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი 32.3%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 33.2%) მიხედვით (2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა დაახლოებით 2 მილიონი კლიენტის ანგარიშს 266 სერვისცენტრის, 753 ბანკომატისა და 2,627 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

Business Georgia-ს შესახებ:

Business Georgia წარმოადგენს პირველ ქართულ-ინგლისურენოვან ბიზნეს ჟურნალს (ტირაჟი 2000), რომლის შექმნის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება როგორც ქართული, ასევე უცხოური ბიზნეს სექტორებისათვის, ინვესტორთათვის და თითოეული იმ დაინტერესებული მხარისათვის, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ხელსაყრელი კლიმატის ფორმირების პროცესში. ჟურნალის მიზანს სწორედ ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. გარდა ბეჭდური მედიისა, Business Georgia ახლორციელებს დამატებით აქტივობებს, როგორიცაა ბიზნეს ფორუმები და ბიზნეს ტურები. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.businessgeorgia.ge


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100