სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან მამალაძე, გიორგი მარგველაშვილს შეწყალებას სთხოვს

პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან მამალაძე საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს.
როგორც მამალაძემ დღეს გამართულ სკაიპ-პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიმდინარეობს საბუთების შეგროვება, რომელიც შეწყალების თხოვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაეგზავნება.
"ხელისუფლებაში მოსვლამდე დედაჩემი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, მათ შორის მარგველაშვილსაც შეხვდა, რომელსაც მე დიდი ხანია, ვიცნობ. მარგველაშვილისგან მაშინ მივიღეთ დაპირება, რომ ჩემი საქმის განხილვა მოხდებოდა. იმედი მაქვს, მას არ გაუჭირდება საქმეში ჩახედვა და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მამალაძემ.
მამალაძის თქმით, არსებობს მისი საქმის განხილვის მეორე გზაც. როგორც მამალაძემ განმარტა, პროკურატურას შეუძლია, მოითხოვოს საქმის გადახედვა და განსახილველად სასამართლოს გადაუგზავნოს.
ამასთან, როგორც მამალაძე აცხადებს, სრულიად უსაფუძვლოდ მოხდა პოლიტიკურ დევნილთა სიიდან მისი ამოღება.
"მოვითხოვ, რომ სამართლიანობა აღდგეს. ის ბრალდებები, რომელიც ჩემს მიმართ იყო წაყენებული, სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა და სიცრუე იყო. აქედან გამომდინარე, უკვე 11 წელია, ვარ პოლიტიკურ დევნაში" – განაცხადა მამალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100