ქართველი სამხედროების სამშობლოში დაბრუნება
დღეს ავღანეთიდან საქართველოში 155 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა. მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცები მისიას ექვის თვის განმავლობაში ასრულებდნენ. დღეს მათ აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დახვდა.
ირაკლი ალასანიამ ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა.
კომენტარი