სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდ ბრიტანეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო

დიდ ბრიტანეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო. დღეს ლონდონში (Downing street 10) დღის მეორე ნახევარში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონისა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა გაიმართება. ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი „საერთაშორისო დემოკრატთა გაერთიანების“ მიწვევით საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. მიხეილ სააკაშვილი კონფერენციის სტუმრებს სიტყვით მიმართავს.
„საერთაშორისო დემოკრატთა გაერთიანების“ კონფერენციის მასპინძლები დევიდ კამერონი და ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერები არიან.
IDU-ს შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის მეთაურები და პარტიის ლიდერები ესწრებიან. დელეგატები მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებისა და განმტკიცების საკითხებს განიხილავენ.
IDU-ს დამფუძნებლები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100