ფოთში ე.წ. დაბოქლომების აქციას ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა
ხმაური და დაპირისპირება მოყვა ფოთში ე.წ დაბოქლომების აქციას. ადმინისტრაციულ შენობასთან მისულ ოპოზიციის წევრებს ადგილზე მერიის თანამშრომლები ცოცხებითა და შეძახილებით დახვდნენ.
"ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, აქცია მშვიდობიანი იყო და აგრესია მმართველი პარტიის წევრების მხრიდან წამოვიდა.
ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ფოთის რაიონული პროკურატურის წინ გადაინაცვლეს.
ადგილზე მობილიზებულმა საპოლიციო ძალებმა ოპოზიციას პროკურატურის კარზე ბოქლომის დადების უფლება არ მისცა.
კომენტარი