„სუტინიორი“ ვარსკვლავი
ცნობილ ამერიკელ კალათბურთელს, ვეტერან ელვინ რობერტსონს „ვირის აბანოში“ უკრეს თავი. 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და ნბა-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესი მცველი უმძიმეს დანაშაულში ამხილეს – მას თანამოაზრეებთან ერთად არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციას სდებენ ბრალად.
აშშ-ის პოლიციის ოფიციალური განცხადებით, მათ უკვე დააკავეს რობერტსონის ერთი მოკავშირე, ხუთი კი ჯერაც ძებნაშია.საქმე 14 წლის გოგონამ გახსნა, რომელიც სახელოვან სპორტსმენს და მის მეგობრებს გატაცებული ჰყავდათ, მაგრამ როგორღაც გამოექცათ და...
პოლიციამაც სწორედ ამის შემდეგ შეიტყო ეს საზარელი ამბავი. როგორც ითქვა, რობერტსონს ბავშვები სან ანტონიოსა და ტეხასის შტატში გადაჰყავდა და იქ „ასაქმებდა“.
ელვინ რობერტსონი 1985 წელს ნბა-ს საუკეთესო მცველად დაასახელეს. ის წარმატებით თამაშობდა „სან ანტონიოში“, „მილუოკიში“, „დეტროიტსა“ და „ტორონტოში“.
თავის დროზე სამმაგი დუბლების რეკორდსმენადაც ითვლებოდა, თუმცა შავ-ბნელი წარსული მუდამ თან სდევდა: რობერტსონი 7-ჯერ გაასამართლეს სხვისი სხეულის განზრახ დაზიანებისთვის, 3-ჯერ საგზაო წესების დარღვევისთვის, 2-ჯერ გადასახადების გადაუხდელობისთვის, ასევე თითოჯერ დაპატიმრებისას წინააღმდეგობის გაწევისთვის, ხულიგნობისთვის, ქურდობისთვის და სასამართლო განაჩენის უგულებელყოფისთვის.
კომენტარი