ბანკი „რესპუბლიკა“ აუტიზმის პრობლემის მქონე ბავშვთა ცენტრს სასწავლო ინვენტარით დაეხმარა
ბანკი „რესპუბლიკა“, როგორც სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს საზოგადოების იმ წევრთა მხარდაჭერას, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ თანადგომას.
ბანკ „რესპუბლიკის“ მხარდაჭერით, ბავშვთა ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრ „მწვანე სახლის“ ახალციხის ფილიალი აღსაზრდელებისათვის ავეჯსა და სასწავლო ინვენტარს შეიძენს. ცენტრი აუტისტური პრობლემების მქონე ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ ემსახურება. ცენტრში, კვირაში სამჯერ, ყველა ბავშვს მშობლებთან კონსულტაციის შემდეგ ინდივიდუალური მეცადინეობა უტარდება. ამასთან, ტარდება საერთო აქტივობებიც, რომლებიც ბავშვებს საზოგადოებასთან უკეთ ადაპტაციაში ეხმარება. ბავშვების მზარდი რაოდენობის გამო, ცენტრს შესაბამისად აღჭურვილი დამატებითი ოთახი დასჭირდა, რაშიც ბანკი „რესპუბლიკა“ დაეხმარა.
ბანკი „რესპუბლიკა“
ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. თავისი უნივერსალური ბიზნესმოდელით ბანკი „რესპუბლიკა“ კლიენტების საიმედო, გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია. ბანკს ქვეყანაში 39 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ.
ვებგვერდი: www.br.ge
სოსიეტე ჟენერალი
„სოსიეტე ჟენერალი“ ერთ-ერთი მოწინავე ევროპული საფინანსო ჯგუფია. უნივერსალური, დივერსიფიცირებული საბანკო მოდელი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ჯგუფის ფინანსურ სიმტკიცეს და განვითარების მდგრად სტრატეგიას. „სოსიეტე ჟენერალის“ საბოლოო მიზანია, იყოს „ურთიერთობებზე ორიენტირებული“ ბანკი, ბაზრის აღიარებული ლიდერი, მაქსიმალურად დაუახლოვდეს მომხმარებელს და გამოირჩეოდეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით. უკვე 150 წელია, „სოსიეტე ჟენერალი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში. მსოფლიოს 76 ქვეყანაში 154 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად 32 მილიონ კლიენტს ემსახურება. „სოსიეტე ჟენერალის თანამშრომლები ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს და ორგანიზაციებს საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ.
ვებგვერდი: www.societegenerale.com
კომენტარი