რობერტ გაზაევი: საქართველოს ოთხ მოქალაქეს უახლოეს ხანში გააძევებენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან
საქართველოს ოთხ მოქალაქეს, რომლებიც საზღვრის დარღვევის ბრალდებით 18 მაისს დააკავეს, უახლოეს ხანში გააძევებენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, - ამის შესახებ დღეს სააგენტო “რესს” განუცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ რობერტ გაზაევმა. მისივე ცნობით, ოთხივე პირს უახლოეს საათებში სოფელ დვანში გადასცემენ ქართველ სამართალდამცავებს.
საქართველოს შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, 18 მაისს, საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს, სამხედრო ფორმიანი პირები შეეცადნენ დაეკავებინათ საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში მცხოვრები 5 ახალგაზრდა, რომლებსაც გაქცევის მცდელობისას ესროლეს და ორი მათგანი დაჭრეს. დღეს რადიო თავისუფლებას შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, რომ ინციდენტისას საოკუპაციო ხაზთან არა 5, არამედ 15 ადამიანი იმყოფებოდა.
კომენტარი