როგორი ფილმები კურნავს დეპრესიას?
ფილმები წარუმატებელ ადამიანებზე მაყურებელს დეპრესიისგან კურნავს, წარმატების ისტორია და კონკიას ამბები კი ყოველთვის არ არის შთაგონების წყარო. აღნუშნული დასკვნა Journal Media Psychology-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად იქნა გამოტანილი.
სოციოლოგ ებბი პრესტინის განცხადებით ის ადამიანები, რომლებსაც 5 დღის განმავლობაში აყურებინებდნენ ვიდეოებს აუტსაიდერებსა და წარუმატებელ ადამიანებზე საკუთარ თავში დარწმუნებული და მოტივირებულნი ხდებოდნენ და ეს გრძნობები მათ ფილმის ყურებიდან 3 დღის განმავლობაში მიჰყვებოდათ. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც სხვა ტიპის ფილმებს აჩვენებდნენ მსგავსი შედეგი არ მიუღიათ.
„ადამიანებს იმედს აძლევს პრობლემების დაძლევის პროცესი და არა ჰეფი ენდი“-განაცხადა ებბი პრესტინმა. მისივე განმარტებით ზემოაღნიშნული ტიპის ფილმები ადამიანებს პრობლემების მოგვარების, დეპრესიიდან გამოსვლისა და მავნე ჩვევებისგან გათავისუფლების იმედს აძლევს.
კომენტარი