საპატიმროში, სადაც იულია ტიმოშენკო იმყოფება, ხანძარი გაჩნდა
კიევის ციხეში, სადაც უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო სასჯელს იხდის, ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი ელექტროგადამცემ სადენებს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრეები და სამართალდამცავები. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
გამოძიებას კიევის პროკურატურა აწარმოებს.
იულია ტიმოშენკო 11 ოქტომბერს პეჩორის რაიონულმა სასამართლომ რუსეთთან გაფორმებული გაზის კონტრაქტთან დაკავშირებით უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კომენტარი