სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაინტერესებთ, რომელი ქვეყანა იქნება პირველი, საიდანაც საქართველოში ტურისტები ჩამოვლენ?

პირველი ქვეყანა, როგორც ჩანს, ისრაელი იქნება, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას საქართველოში სტუმრები მალე მივიღოთ, ტურისტები ამ ქვეყნიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველოში ტურიზმის სექტორის შესახებ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ამუშავებას და ქვეყანაში სტუმრების მიღებას. გახარიას თქმით, ამისათვის ძალიან აქტიურად მუშაობს, როგორც ტურიზმის სააგენტო, ასევე საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100