სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს ვითარება საფრთხის ქვეშ გვაყენებს ყველას...ვითხოვთ უფრო მკაცრ ზომებს, ჯარიმებს და თუ საჭიროა ციხესაც" - "ფარული ვნების" მსახიობი აღშფოთებულია და ნახეთ, რას აქვეყნებს

ლათინო ამერიკული სერიალების ვარსკვლავი, საქართველოში ძალიან პოპულარული "ფარული ვნების" მსახიობი ნატაშა კლაუსი აღშფოთებულია მსოფლიო პანდემიის დროს კოლუმბიაში შექმნილი ვითარებით. მსახიობი ქვეყანაში არსებული სიტუაციით წუხს, ასეთ ფოტოს აქვეყნებს და შექმნილ სიტუაციას ვრცელი პოსტით ეხმაურება.
"ზოგადად, ისეთ ფოტოებს არ ვაქვეყნებ, რაც გვაფორიაქებს, მაგრამ ეს ის რეალობაა, რომელსაც ცნობიერეის ნაკლებობა იწვევ, და რომელიც დიდ ზიანს გვაყენებს ყველას. მთავრობა სწორი იყო კოლუმბიაში წესების შემოღებით, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებამ ზომები უფრო უნდა გაამკაცროს, რადგან ასეთი რამ არ მოხდეს, რაც ფოტოზეა. უნდა შემოვიღოთ ჯარიმები, ციხე, რაც საჭიროა, რათა გავიგოთ, რომ ჩვენ უნდა დავრჩეთ სახლში.
ეს არ არის თამაში და აქ ადგილი აქვს კოლექტიურ უმეცრებას ჩვენი მხრიდან. დღეს, კოლუმბიიდან ამ მასიური გამგზავრებით, ამ ადამიანებმა, ვინც ფოტოზეა წარმოდგენილი დიდი ზიანი მიაყენეს ერთმანეთს და ყველა მოქალაქეს. მტკივა ასეთი ადამიანური სისულელე.
ყველა ადამიანს თავისი ბედი აქვსო იტყვია, მაგრამ, ამ შემთხვევაში ეს უპასუხისმგებლო ხალხის და აქ ბედს არაფერი აქვს საერთო. ასე წინ ვერ წავალთ და უფრო გართულდება ვითარება, ამიტომაც ვითხოვთ მკაცრ ზომებს". - წერს მსახიობი.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100