ბაზარზე პანიკაა, ერთი დოლარი უკვე სამი ლარი ღირს - გააგრძელებს თუ არა ლარი ვარდნას და გადაცდება თუ არა სამიან ნიშნულს?
ბანკში ერთი დოლარი უკვე სამი ლარი ღირს. ეროვნული ვალუტის გაუფასურება გრძელდება. ლარი ყოველდღიურად ანტირეკორდებს ხსნის.
გააგრძელებს თუ არა ლარი ვარდნას და გადაცდება თუ არა სამიან ნიშნულს, სულ რამდენიმე წუთში გაირკვევა. კურსი 17:00 საათზე გამოცხადდება. მანამდე კი ბაზარზე პანიკაა. ბიზნესი უკვე აანონსებს საკვებსა და ყოველდღიური მოხმარების საგნებზე ფასების მატებას.
კომენტარი