სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლანა პაპიძე: ოქტომბერში დაიბადა თოკო მისი დაბადების დღე მოდის ... მე ალბათ მოვკვდები მოგონებებისგან გული მიჩერდება

აი, რას წერს მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე მის გარდაცვლილ დისშვილზე:

თორნიკეს თვე დაიწყო და მე ალბათ მოვკვდები მოგონებებისგან გული მიჩერდება ...ოქტომბერში დაიბადა თოკო მისი დაბადების დღე მოდის ... ბოლო შემოდგომას ფოთლებში ვატარე ხელში აყვანილი დამყავდა ...დარბოდა ...მერე მანქანით ვასეირნე და ფეხით ვიაროთო მეტიკტიკებოდა ...სულ რაღაც 5 წლის იყო და შემოდგომა რომ მოდის ნელი კადრებით მახსენდება როგორ დარბოდა ფოთლებში ....... ბოლო ფოთოლცვენიდან თვენახევარში წავიდა ზეცაში და როგორ გინდა იყო სრულ ჭკუაზე. ღმერთო როგორ მენატრება, მე ვუყვარდი ძალიან ყველაფრის უფლებას ვაძლევდი, მეგონა სულ ხელში უნდა მჭეროდა რომ არაფერი ვნებოდა მიწაზე და ერთი სული მქონდა სკოლაში მიგვეყვანა ... გეგმები გვქონდა ....მეტყველება ცოტა უჭირდა და ჩემ დას სულ ვეუბნებოდი ნუ გეშინია სკოლაში გამართულად ილაპარაკებს თქო ... შემოდგომა რომ მოდის მე ვნადგურდები ბავშვის გარეშე მიჭირს ძალიან“- წერს ლანა პაპიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100