100-მდე დაზიანება - არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სამედიცინო დასკვნა ცნობილია
ლევან
სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს
მიერ არჩილ
ტატუნაშვილის ცხედარზე
ჩატარებული სამედიცინო
დასკვნა ცნობილია.
როგორც პირველი
არხისთვის გახდა
ცნობილი, ის
ტატუნაშვილის ოჯახს
სამი დღის
წინ გადაეცა.
პირველ
არხთან საუბრისას ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა თამარ ავალიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია და გონივრულ ვადაში კომისიური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. იურისტის თქმით, კომისიური ექსპერტიზის პასუხი ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენად სჭირდებათ.
თამარ
ავალიანი აცხადებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზა საუბრობს იმ დაზიანებებზე, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილს ცხედარს ჰქონდა.
„საუბარია
მაგალითად 46-მდე დაზიანებაზე, რომლებიც მიყენებულია ბრტყელი ცილინდრული ზედაპირის მქონე საგნების მრავალჯერადი გამოყენებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქმის გარემოებებისთვის და ყველა მათგანი რა თქმა უნდა, სიცოცხლისდროინდელია.
სამედიცინო
ექსპერტიზამ ფაქტობრივად აღწერა ის 100-მდე დაზიანება, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე ჰქონდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ამისთვის, როგორც დასკვნაში
კომენტარი