სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

NEW YORKER-მა მესამე ფილიალის ოფიციალური გახსნა თბილისის გულში მდებარე "გალერეა თბილისში" აღნიშნა

თბილისის ცენტრში, გალერია თბილისში NEW YORKER-ის მე-3 მაღაზიის ოფიციალური გახსნა გაიმართა.

NEW YORKER ის მაღაზიასთან შეიკრიბა უამრავი ადამიანი, ვისაც სურდა სასიამოვნოდ და მხიარულად საღამოს გატარება.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე უამრავი საინტერესო და სახალისო გასართობი აქტივობა იყო, მათ შორის ბრეიქდანსის შოუ და სასიამოვნო მუსიკა.

სტუმრების განწყობაზე იზრუნეს წამყვანებმა - მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა და ნიჭიერის ფინალისტმა ზურა ბალანჩივაძემ.

სპეციალურად ამ დღეს NEW YORKER-ის ახალ კოლექციაზე ყველას შეეძლო 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა. სტუმრებისთვის გაიმართა ასევე გათამაშება.

ღონისძიება იყო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი.

მნიშვნელოვანია, რომ 23 დეკემბერს NEW YORKER -მა მესამე მაღაზიის ოფიციალურ გახსნასთან ერთად საქართველოში ოპერირების 5 წლის იუბილე აღნიშნა.

NEW YORKER გერმანული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 1971 წლიდან მუდმივად აფართოვებს ბიზნესს და უკვე წარმოდგენილია მსოფლიოს 40 ქვეყანაში 1000 მაღაზიით.

NEW YORKER ახალგაზრდებზე გათვლილი ბრენდია. მოდელების შექმნის და წარმოების პროცესში კომპანია ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს, შექმნას ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქტი. ამავდროულად NEW YORKER ქმნის ტრენდს, ახალგაზრდა ქალის და მამაკაცისთვის თანამედროვე და თავისუფალი სტილის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების წარმაოებაში.

NEW YORKER -ის მაღაზია ახლა უკვე ოფიციალურად გახსნილია ყველასთვის!

არ გაუშვათ საუკეთესო შანსი შეიძინოთ საახალწლო საჩუქრები და სიახლე შეიტანოთ თქვენს გარდერობში.

შეიქმენი წინასაახალწლო განწყობა ახალი ტრენდებით, განსაკუთრებული შეთავაზებებითა და სიურპრიზებით.

NEW YORKER – Dress for the moment

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100