ცირა კობიაშვილმა შეყვარებულის სიკვდილის შემდეგ ახალი ცხოვრება დაიწყო - ის ფეხბურთელზეა შეყვარებული
ცირა კობიაშვილი შეყვარებულია. მომღერლის რჩეული თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გიორგი ოთარიშვილია. ცირა გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოებს უკვე აქტიურად აქვეყნებს, როგორც ჩანს, წყვილი ურთიერთობას არ მალავს. კობიაშვილის პირადი ცხოვრებით საზოგადოება "იქს-ფაქტორიდან" მოყოლებული დაინტერესებულია. შეგახსენებთ, რომ გოგონას შეყვარებული ჰყავს გარდაცვლილი. გოგა კვარაცხელია 2015 წელს ბუდაპეშტის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ბიჭი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
კომენტარი