სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კინო სკოლაში" - ახალი საშემოდგომო სეზონი დაიწყო

"კინო სკოლაში" კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.პროექტის ახალი, საშემოდგომო სეზონის ფარგლებში, "კინო სკოლაში" 162 სკოლას მოიცავს. გაიმართება როგორც უცხოელი კლასიკოსების, ასევე ქართველი რეჟისორების თანამედროვე ფილმების ჩვენება, დისკუსიები, პროექტის დასასრულს კი კინოსკოლელები 5 წუთიან სასწავლო ფილმებსაც გადაიღებენ.
კინოჩვენებებისთვის ფილმები კინოექსპერტების მიერ შეირჩა, კინოჩვენებებს, დისკუსიებსა და სასწავლო ფილმების გადაღებას კი ტრადიციულად კინოსპეციალისტები (კინომისიონერები) გაუძღვებიან.
პროექტი „კინო სკოლაში" 2014 წელს დაიწყო და თავდაპირველად 40 სკოლა მოიცვა. ამჟამად კი პროექტში საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები.
"კინო სკოლაში" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ახალი, საშემოდგომო სეზონი ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100