"ივანიშვილმა უსაქმურ მინისტრებს გაზრდილი ხელფასები საკუთარი ჯიბიდან გადაუხადოს"
ბიძინა ივანიშვილმა ოცნება
ხალხს კი
არა საკუთარ
თავს აუსრულა.
ეს განცხადება
"ლეიბორისტული" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა
გიორგი გუგავამ
გააკეთა.გუგავას
განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო გუნდს
პრემიები ხელფასის
სახით ოფიციალურად
დაუკანონა, რაც
მისი თქმით,
უსამართლობის კიდევ
ერთი გამოვლინებაა.
"მილიარდერმა
ივანიშვილმა
ხალხს არა, მაგრამ საკუთარ მთავრობას ოცნება ნამდვილად აუსრულა. კერძოდ; მინისტრებსა და ბიუროკრატიას პრემიები ოფიციალურად დაუკანონა ხელფასის სახით და გაღატაკებული ქვეყნის მინისტრის ხელფასი წლიურად შეადგენს ოთხმოცდაორი ათას. მივმართავთ მილიარდერ პრემიერ-მინისტრს როგორც "ვარდების რევოლუციის"
შემდეგ საკუთარი თანხებით აფინანსებდა სააკაშვილის ხელისუფლებას, დღესაც საკუთარ უსაქმურ მინისტრებს საკუთარი ჯიბიდან გადაუხადოს. ხოლო, საბიუჯეტო სახსრები მოახმაროს გაჭირვებულ მოსახლეობას",-განაცხადა გიორგი
კომენტარი