სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოქრუაშვილი იქადნება, რომ საქმეს ბოლომდე მარტო მიიყვანს...

"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნების გადაფიქრებასთან დაკავშირებით საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. "პირWელი" ამ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ძალიან მიმძიმს ეხლა საუბარი. დანა რომ დამარტყან, სისხლი არ გამომივა. უკვე მეორედ ხდება ერთი და იგივე, როდესაც ხელი შემიშალეს საქართველოში დაბრუნებაში. ეს ერთხელ 2009 წლის მაისში მოხდა, როდესაც საქართველოს საზღვართან ვიმყოფებოდი და ეგრეთწოდებულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ ჩემი საქართველოში დაბრუნება უარყოფითად შეაფასა. ხელისუფლების რიტორიკა, რითაც ხალხს აშინებდნენ, თითქოსდა ცხინვალის გავლით რუსული ტანკებით უნდა დავბრუნებულიყავი და პუტჩი მომეწყო, მყისვე აიტაცა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, რის გამოც ოპოზიციის გაერთიანება ჩაიშალა და იმედი მაქვს, ხალხი შესაბამის დასკვნებს გააკეთებს. მათი სურვილია, ეს საქმე ჩემი ხელით გაკეთდეს და ხელი მე შემაწმინდონ, თანაც თვითონ სუფთა გამოვიდნენ ამ საქმიდან. ამის შემდეგ მე უშუალოდ მივიღებ გადაწყვეტილებებს, სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე.

იმას, რაც დღეს ხდება, ერთი სიტყვით ღალატი ჰქვია - ხალხის ღალატი. მათ სინდისზე იყოს იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც მათი საქციელის გამო ხელისუფლება გააუბედურებს. მათთვის პოლიტიკა ბიზნესია და მეტი არაფერი. მე ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან და თუ ამას ვერ გავაკეთებ, პოლიტიკიდან სამუდამოდ წავალ.

ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ჩათვალა, რომ გული ვატკინე. არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი წინაა!", - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100