სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მომიტინგეებმა აქციაზე დარჩენას რაგბის მატჩზე წასვლა არჩიეს

აქციის რამდენიმე მონაწილემ, „სახალხო კრების“ საინფორმაციო მიტინგის დაწყებამდე ზუსტად 2 საათით ადრე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორია დატოვა. მიზეზი კი, რაგბის 14:00 და 18:10 საათზე დაგეგმილი მატჩებია. თავდაპირველად ერთმანეთს „შევარდენის“ სტადიონზე, იაპონია და ზიმბაბვე ხვდებიან და მატცზე დასწრება უფასოა, ხოლო შემდეგ, ავჭალის სტადიონზე საქართველო კანადის ნაკრებს ხვდება. სხვა მომიტინგეების დიდმა მცდელობამაც, რომ როგორმე ამ ადამიანებისათვის წასვლა გადაეფიქრებინათ, რაგბის აქტიური გულშემატკივრები ვერ შეაჩერა.

„საქართველო–კანადის მატჩზე ძლივს ვიშოვე ბილეთი, 15 ლარი მაქვს გადახდილი, რა უნდა მითხრას ბურჯანაძემ ისეთი რაც არ ვიცი. არა ძმაო, ამათ ყურებას ნაღდად მირჩევნია ჩვენი ბიჭების ვაჟკაცობას ვუყურო“, საკმაოდ ხმამაღლა ესაუბრებოდა ერთერთი მომიტინგე დანარჩენებს. მასთან ერთად, აქციის ადგილი, კიდევ რამდენიმე ადამიანმა დატოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100