რუსი ოკუპანტები ქართული ჯარისა და პოლიციის შესახებ ინფორმაციით ინტერესდებოდნენ
რუსი ოკუპანტები ქართული ჯარისა და პოლიციის შესახებ ინფორმაციით ინტერესდებოდნენ. ამის შესახებ ის ქართველები ყვებიან, რომლებიც გუშინ ოსმა სეპარატისტებმა გაათავისუფლეს, იტყობინება რუსთავი 2.
ისინი რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ საჩხერის ტყეში ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
გიორგი და დავით ნოზაძე, გაგა ბუხცრიკიძე და დავით ხვედელიძე გვიან ღამით სახლში დაბრუნდნენ. ორი დაჭრილი კი კვლავ საავადმყოფოში რჩება. 27 წლის შოთა შუბითიძის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და შედარებით მძიმეა 17 წლის გიორგი ლომსაძის მდგომარეობა. ექიმების თქმით, მას შესაძლოა რამდენიმე დღეში განმეორებითი ოპერაციის ჩატარება დასჭირდეს.
საქართველოს მთავრობა საჩხერის რაიონში საქართველოს მოქალაქეებზე შეიარაღებულ თავდასხმას კრიმინალურ და სასტიკ ქმედებად აფასებს.
კომენტარი