სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯულია პირსონი - ახალი გავლენიანი ქალი

ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს, ისტორიის მანძილზე პირველად, ქალბატონი უხელმძღვანელებს. თანამდებობაზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჯულია პირსონი დანიშნა.

ინფორმაციას ამის შესახებ შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში, ორ ინკოგნიტო ინფორმატორზე დაყრდნობით, სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. პირსონის თანამდებობაზე დასანიშნად კონგრესის მხარდაჭერა აუცილებელი არ არის.

გავრცელებული ცნობით, აქამდე ის საიდუმლო სამსახურში შტაბის უფროსად მუშაობდა. პირსონი თანამდებობაზე მარკ სალივანს შეცვლის, რომელმაც განცხადება გადადგომის შესახებ თებერვალში დაწერა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100