გადმოვატრიალე და ჩემი შვილი გალურჯებული იყო... ღამეც რომ მოვიდა, რამდენი მეფერა, გრძნობდა წინასწარ ნამდვილად - ლექსო ლაშქარავას დედა
ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრები და ნათესავები მის გარდაცვალებას 5 ივლისის თავდასხმას უკავშირებენ. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ ამ დღემდე მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.
" გამთენია იყო, ვიფიქრე, დავაფარებ-მეთქი, ძაღლი ჰყავდა გვერდში იწვა, არც დაუწკმუტუნია, ხომ იცის ძაღლმა? გადმოვატრიალე და ჩემი შვილი, ჩემი შვილი გალურჯებული იყო. ღამეც რომ მოვიდა, რამდენი მეფერა, მაგი გრძნობდა, გრძნობდა წინასწარ ნამდვილად. აბსოლუტურად ჯანმრთელი, ფრჩხილიც არ ასტკიებია და რა უქნეს?!",- ამბობს ლექსო ლაშქარავას დედა.
"ტვ პირველის" ოპერატორის სიკვდილი ზუსტი მიზეზი უცნობია, მისი ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. ლექსოს 5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისთან მოძალადეების დაჯგუფება სასტიკად გაუსწორდა, დამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები და დასჭირდა ოპერაცია.
კომენტარი