სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოკლე ადამიანური ისტორიები: სიყვარულის გულმავიწყობა

ერთ ქალაქში ორი მოხუცი ცხოვრობდა – ქალი და კაცი. ორივენი ქვრივები იყვნენ და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს.

ერთ საღამოს, მოხუცებულთა სახლში მოწყობილ სადილზე ისინი ერთ მაგიდასთან, ერთმანეთის პირისპირ აღმოჩდნენ. ვიდრე საჭმელს მოიტანდნენ, კაცი მწველი მზერით აკვირდებოდა ქალს და საბოლოოდ, როცა სადილი დაიწყო, მან მთელი თავისი მხნეობა მოიკრიბა და ქალს ჰკითხა:

– ცოლად გამომყვებით?

ქალმა კი რამდენიმეწამიანი განსჯის შემდეგ უპასუხა:

– დიახ, დიახ, რასაკვირველია.

სადილი დასრულდა, კაცმა ქალის ტელეფონის ნომერი ჩაიწერა და ორივენი თავიანთ სახლებში წავიდნენ. თუმცა მეორე დღეს, როდესაც კაცმა გაიღვიძა, შეწუხებული ფიქრობდა: – ნეტავ დამეთანხმა, თუ არა? კაცს ქალის პასუხი არ ახსოვდა. ბევრი იფიქრა, თავს ძალა დაატანა, მაგრამ ვერაფრით ვერ გაიხსენა. და დიდი ხნის ფიქრისა და განსჯის შემდეგ კაცმა ქალის ტელეფონის ნომერი აიღო და გადაურეკა.

რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ კაცმა მხნეობა მოიკრიბა და ქალს ჰკითხა:

– თქვენთვის ცოლობა რომ მეთხოვა, რას მიპასუხებდით?

და კაცს თვალები გაუბრწყინდა,როდესაც ქალმა უპასუხა:

– რასაკვირველია, დაგთანხმდებოდით ! დიახ, დიახ, ეს თქვენ იყავით და მეც ხუმრობით არ მითქვამს, წრფელი გულით დაგთანხმდით, როდესაც პირველად მთხოვეთ ხელი და გიპასუხეთ...

ამის შემდეგ კი ქალი რამდენიმე წამით დაფიქრდა და დაამატა :

– და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ დარეკეთ. მართალი გითხრათ, არც კი მახსოვდა, ვინ მთხოვა ხელი...

წყარო: www.4motivi.com (სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100