სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მომლოცველებს აფრთხილებენ - რა საპასუხო განცხადებას აკეთებენ სუს-ში?

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების განცხადებას, რომ ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეებს დააკავებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება:

"30 მაისის ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დღესასწაულის დროს, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მოხდება მათი დაკავება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია" ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100