გსურთ თქვენი საშო ჯანმრთელი იყოს? დაიცავით ეს წესები
შესაძლოა თვლით, რომ თქვენი საშო დაცულია ყველანაირი ზიანისგან, მაგრამ შესაძლოა ცდებოდეთ. "დორნი.ჯი" გთავაზობთ იმ ჩამონათვალს, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენი ვაგინა ჯანმრთელი და სუფთა იყოს.
ყველამ იცის, რომ პრეზერვატივი არაჩვეულევრივი საშუალებაა ვირუსებისა და ორსულობის თავიდან ასაცილებლად. თუმცა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კონდომები ვერ იცავს თქვენ სასქესო ორგანოს ისეთი ბაქტერიისგან როგორიც ლაქტობაქტერიაა. თუმცა ნუ შეშინდებით - აღნიშნული ბაქტერია ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ძალიან ბევრი ცუდი ვირუსისა და ინფექციისაგან გიცავთ.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩაიცვათ ბამბის ტრუსები. ბამბა შთანთქავს ტენიანობას და ინარჩუნებს სუნთქვას.
სასურველია აკეთოთ კეგელის ვარჯიშები. ეს ვარჯიში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია იმ კუნთებისთვის, რომლებიც ორგაზმის განცდას ხელს უწყობს. კეგელის ვარჯიშები არა მხოლოდ ზრდიან ქალის მგრძნობელობას და ამაღლებენ ლიბიდოს, არამედ აუმჯობესებენ მცირე მენჯის ღრუს ორგანოების სისხლმომარაგებას და ქალს საშუალებად აძლევენ მართოს საკუთარი ორგანიზმი.
თქვენ გგონიათ, რომ სპეციალური დასაბანი საშუალებების გამოყენება საშოს უფრო მეტად გაგისუფთავებთ და დაგიცავთ ბაქტერიებისგან? ცდებით! მათი გამოყენება უფრო მეტად ზრდის ვაგინაში ბაქტერიების მოხვედრის შანსს.
დიდი სიფრთხილე გმართებთ ასევე ველოსიპედსა თუ ველო-ტრენაჟორზე ვარჯიშისას. არასწორმა ჯდომამ შესაძლოა თქვენ სასქესო ორგანოს მგრძნობელობა დაუკარგოს ან უბრალოდ ტკივილი გამოგიწვიოთ. ეს ყველაფერი თავიდან რომ აიცილოთ, ვარჯიშისას ველოტრენაჟორს ხელი აუცილებლად მოკიდეთ.
კომენტარი