სააკაშვილის საბრალდებო დასკვნა რუსეთის უშიშროების სამსახურში დაიწერა - ბოკუჩავა
ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ უკვე ნათელია, რომ სააკაშვილის საბრალდებო დასკვნა რუსეთის უშიშროების სამსახურში დაიწერა.
ბოკუჩავას თქმით, ამ დასკვნას ივანიშვილის დავალებით "ოცნება" პირწმინდად ასრულებს.
როცა აშშ ღიად აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძე რუსული სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა, ხომ ნათელია, სად დაიწერა საბრალდებო დასკვნა პრეზიდენტი სააკაშვილის წინააღმდეგ. საბრალდებო დასკვნა რუსეთის უშიშროების სამსახურში დაიწერა, რომელსაც თქვენ, ივანიშვილის დავალებით პირწმინდად ასრულებთ". - ამბობს ბოკუჩავა.
კომენტარი