სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილმა fox news-თან ინტერვიუში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსული ფულის გავლენაზე ისაუბრა

მიხეილ სააკაშვილმა fox news-თან ინტერვიუში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსული ფულის გავლენაზე ისაუბრა. მან ყურადღება აშშ- ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ელექტრონულ მიმოწერაზე გაამახვილა, რომელიც ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა.

მისი თქმით, კლინტონის გარემოცვის ელექტრონული მიმოწერიდან ირკვევა, რომ პირები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისგან ფულს იღებდნენ, აძლევდნენ რეკომენდაციებს სახელმწიფო მდივანს და მის გარემოცვას პოლიტიკურ საკითხებში.

გადაცემის მთავარი თემა შეერთებული შტატების სპეციალური პროკურორის გამოძიება იყო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, თავიდანვე იცოდა, რომ საუბარი თითქოს, ტრამპი და მისი საარჩევნო კამპანია 2016 წლის არჩევნებზე რუსეთთან გარიგებული იყო, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

მე უკვე წლებია ვიცნობ დონალდ ტრამპს და ვიცნობ პუტინს, ამიტომ თავიდანვე ვიცოდი რომ შეთქმულების არსებობის შესახებ საუბარი არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მაშინ საეჭვო პირები იყვნენ ყველგან, ორივე ბანაკში.

"2012 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, სადაც რუსეთი აქტიურად ერეოდა. პრორუსი ოლიგარქი, გაზპრომის აქციათა უდიდესი მეწილე, ბატონი ივანიშვილი ატარებდა კამპანიას ჩემს წინააღმდეგ. ამ დროს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გარემოცვასთან კონტაქტი ჰქონდა 3 პიროვნებას. ეს ადამიანები იღებდნენ რუსულ ფულს ივანიშვილისგან და შემდეგ როგორც უკვე ცნობილია, მეილკების საქმიდან, აძლევდნენ რეკომენდაციას სახელმწიფო მდივანს თუ რა ეთქვა პრესკონფერენციაზე როდესაც ის სტუმრობდა ამერიკის მოკავშირე ქვეყანას, ეკონტაქტებოდნენ მის გარემოცვას შეხვედრების დაგეგმვის მიზნით. ეს ადამიანები ეუბნებოდნენ ჰილარი კლინტონის ადმინისტრაციას, რომ თუ სააკაშვილის პარტია მოიგებდა, ეს გაართულებდა ამერიკის ურთიერთობებს მოსკოვთან.

"მათ ნაწილი ღიად მუშაობდა რუსულ ფულზე, რუსეთის მონაწილეობით და აკეთებდა ამას არაოფიციალური არხებით, რაც კანონით აკრძალულია. ჩვენ მაშინ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ რუსეთი ერეოდა ჩვენს არჩევნებში, ახორციელებდა დეზინფორმაციის კამპანიებს, პროვოკაციებს, სამხედრო ზეწოლას. ვითხოვდით გადაერჩინათ ჩვენი დემოკრატია. იგივე პირებმა, რომლებმაც ასეთი ხმაური ატეხეს დონალდ ტრამპის არ არსებულ შეთქმულებაზე, მაშინ თვალი დახუჭეს რუსეთის მასშტაბურ ჩარევაზე ჩვენს არჩევნებში“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100