სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მთვრალმა, ველოსიპედით მიმავალ ბავშვს დაარტყა მანქანა და ჰაერში აისროლა“ - რას წერენ ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ მოდელზე

„მარიშა ვიღაცის გაუმაძღარ და ხარბ მუცელს შეეწირა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, გადათხრეშილმა, ველოსიპედით მიმავალ ბავშვს ისე დაარტყა მანქანა, რომ ჰაერში აისროლა, მენჯი, არტერია, თირკმელი, ელენთა, ფილტვი მოაგლიჯა და ასფალტზე დანარცხებით ტვინი დაუზიანა“,- ამის შესახებ „სოლიდარობის სახლი“ ავრცელებს ინფორმაციას. ახალგაზრდა მოდელის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია დილით გავრცელდა.

„9 დღე იბრძოლა დედისერთა, ნანატრმა შვილმა და გაფრინდა იქ, სადაც ანგელოზები ელოდნენ. მძღოლის უპასუხისმგებლობამ გაამწარა არამარტო მარიშას ოჯახი, სულიერად დაანგრია ბავშვის ყველა ახლობელი, ნათესავი, კლასელი, მეგობარი.

მარიშას, რომელსაც ბრწყინვალე მომავალი ჰქონდა. ხატავდა, ძერწავდა, ცეკვავდა, ამ პაწია გოგომ მოასწრო და მოდელის დიდი კარიერაც კი შეიქმნა. გადაღებულია რამდენიმე კლიპში. ხშირად იყო ტელევიზიების და ჟურნალების ყურადღების ცენტრში. მართლაც, უცნაური და არაამქვეყნიური სილამაზით გამოირჩეოდა. მარიშა, საყვარელო. რატომ? რატომ? რატომ? გვიყვარხარ, ანგელოზო“,- წერია გავრცელებულ სამძიმრის ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100