სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ პატარაძე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეწვია

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეწვია და რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უწყების საქმიანობას ადგილზე გაეცნო. თავმჯდომარემ შეხვედრა უწყების ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან გამართა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა რეგიონის პირველ პირს სამინისტროს უახლოესი გეგმები და მიმდინარე პროექტები გააცნო. ისაუბრეს სფეროში არსებულ გამოწვევებზე.

„ჩვენ ვაფასებთ გუნდური მუშაობის პრინციპს და ვნერგავთ ერთობლივი ძალისხმევის გამოყენებას ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აქ მომუშავე თითოეული ადამიანი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ სისტემაში მუშაობენ პროფესიონალები. იმედს გამოვთქვამ, რომ ერთად, აქტიური თანამშრომლობით და გვერდში დგომით შევძლებთ კიდევ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ რეგიონში განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარებისათვის’’ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100