ცრემლები ლოპესის პოპულარობის მიზეზი გახდა
ჯენიფერ ლოპესმა ერთ-ერთ ამერიკულ სატელევიზიო შოუში 12 - მილიონდოლარიანი ჰონორარის 35 მილიონამდე გაზრდა მოითხოვა. შოუს მესვეურებს ამ თანხის გადახდა, როგორც ჩანს, მოუწევთ, რადგან სეზონზე 35 ათას დოლარს ლოპესის წინამორბედსაც უხდიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი კადრის მოძებნა დასჭირდებათ. ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ახალგაზრდა ტალანტებისათვის კარგი მსაჯულია. შოუდან ერთ-ერთი მონაწილის გამოთიშვამ კი მომღერალი თურმე ისე ააღელვა, რომ ლამის, მოთქმით ტიროდა. ეს გულწრფელი ცრემლი იყო თუ ერთგვარი “ტრიუკი”, არავინ იცის, თუმცა გადაცემის შემდეგ ლოპესის რეიტიგმა არნახულად მოიმატა და პირველად 10 წლის მანძილზე მან ჰიტ-პარადების ათეულში პირველი ადგილი დაიკავა. სწორედ ამის შემდეგ მადა გაეხსნა და შოუში 12-მილიონდოლარიანი ჰონორარის 35 მილიონამდე გაზრდაც მოითხოვა.
კომენტარი